სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°Cმდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. 

იხილეთ სრულად

26 აპრილს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის მხარდაჭერით, ვეტერინარებმა პროფესიული დღე მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ მიმართა. ,,დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ვეტერინარებისთვის და მე მინდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მივულოცო მათ პროფესიული დღე. მართლაც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, წელიწადში 6 000 000 მილიონზე მეტ მანიპულაციას ატარებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში,“ - აღნიშნა კახა კაკაბაძემ. ვეტერინარებს პროფესიული დღე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმაც, მიულოცა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომისთვის სააგენტოს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა. კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები თემებზე: 2024 - მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაძლიერებული მიდგომის წელი; პირველადი წარმოების კითხვარი, აფლატოქსინის კონტროლი; სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინფექციური დაავადებების კონტროლი; ახალი რეგულაციები და მიდგომები ბრუცელოზთან, ტუბერკულოზთან და ლეიკოზთან მიმართებაში. ღონისძიებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, თბილისის მონიტორინგის სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებათა აკადემიის, არასამთავრობო სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ვეტერინარები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას, აღიაროს და დააფასოს ვეტერინარების მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და გაზარდოს ცნობიერება ვეტერინართა საქმიანობის შესახებ. წლევანდელი გზავნილია: „ვეტერინარი - ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რგოლი“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული დარგის როლს არა მხოლოდ ცხოველთა, აგრეთვე ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. 

იხილეთ სრულად

პირველ კვარტალში სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.\აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი  ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის  817 ნიმუში/სინჯი.პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.

იხილეთ სრულად

ზურაბ ჩეკურაშვილი: „რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.სააგენტოს უფროსმა ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ  იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.„სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვების ბლოკები, რადგან საქმე მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ტარდება ლაბორატორიული კვლევა.  მიმდინარე წელს დაგეგმილია სასმელი წყლის 850 სინჯის აღება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც, რაც სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უფასოა; თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში კვლავ გამოწვევად რჩება მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რაც ყველა შესაბამისი უწყების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.რაც შეეხება მცენარეთა დაცვის მიმართულებას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ერთობლივ, შეთანხმებულ საქმიანობას, რათა მოსახლეობამ სრულად და შეუფერხებლად  ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე  სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.

იხილეთ სრულად