სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სეს: „მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია“

ცოფისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა  და ცხოველთა პოპულაციის მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას საქართველოს სამ რეგიონში ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით,  საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია. „ცხოველთა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა ვასილ კვერნაძემ. 10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში - 789, აჭარაში - 513, იმერეთში - 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 -  იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია. ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. 

იხილეთ სრულად

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, ფერმერებს სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო   მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარაში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავების  პარალელურად,  საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში. „უმეტეს ნათესებში მოსავლის აღების პერიოდი ახლოვდება და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს. რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა  ნიკოლოზ მესხმა. შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება  აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც  რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე  ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება. ღონისძიებების მიმდინარეობას და საყანე ფართობებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი,   ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.  ამ ეტაპისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია: ცივი შესხურებით - 74 ათას ჰა-მდე ტერიტორია (ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი, სოფლის პერიმეტრი, სიმინდის მასივი);  თერმული ნისლით -  215 270 ჰა ტერიტორია; განთავსებულია  7474  „მონიტორინგის ხაფანგი” და 152 117 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა,    მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319  ათასამდე   უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია განახორციელა. სააგენტო,  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციას  6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს. მათ შორის:  თურქული- 1,207,500 (515 113-მსხვილფეხა,692 387-წვრილფეხა) ჯილეხი-501 147 (296 000-მსხვილფეხა,200 440 -წვრილფეხა) ცოფი- 234 214 ბრუცელოზი- 126 094(106,585-მსხვილფეხა,19 509-წვრილფეხა) წვრილფეხა პირუტყვის ყვავილი -294 678 წვრილფეხა პირუტყვის ჭირი- 954 781სააგენტოს ვეტერინარების მიერ ცხოველთა ჯანმრთელობა ყველა მუნიციპალიტეტში კონტროლდება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველების ბაზრებში,  ზაფხულის და ზამთრის საძოვრებზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებებით ან ცხოველთა მოწამვლა/მოშხამვებით გამოწვეული მასიური  სიკვდილიანობის ფაქტი.ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის მიზნით,  უწყვეტ რეჟიმში,  მკაცრად აკონტროლებს სასაკლაოებს, აგრარულ ბაზრებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის   ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის  ნაწარმის  განთავსებას და რეალიზაციას.  სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათი-განსაკუთრებით კი მაღალი რისკის-შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში , სადაც სურსათი არის მიკვლევადი, დაცულია შენახვისა და რეალიზაციის შესაბამისი პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. უმნიშვნელოვანესია,  ბაზარზე განთავსებულ ხორცს ჰქონდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა-2).  დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.

იხილეთ სრულად

1513 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ვეტერინარული მანიპულაციები

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 2  სექტემბრამდე,   აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 1513 ძაღლი (კახეთში-511,აჭარაში-409,იმერეთში -593). ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: • 1513  ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით• 1485 იდენტიფიცირდა -დაითაგა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი)• 1371 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში• 142  ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს. პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას. ამავდროულად, მას შემდეგ რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს ჩართულობისკენ , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე- 15-01, სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოაქლაქეების  40  შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის, მიმდინარე საპილოტე საპროგრამის განხორციელების შესახებ მოთხოვნა აღინიშნება იმ  რეგიონებიდანაც  რომლებსაც აღნიშნული  პროგრამა არ ფარავს (ქვემო ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო). საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.  

იხილეთ სრულად