შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან განიხილავს

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით,სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს.თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში, კლიმატურმა ცვლილებებმა და მავნე ორგანიზმების გააქტიურებამ ამ საკითხების აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა.„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისას ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პესტიციდების ნარჩენების კონტროლს. სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 200-მდე ნიმუში მოწმდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დარღვევები არ გამოვლენილა“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.საქართველოს კონტროლის სისტემის ეფექტიანობის მაგალითია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპორტო თხილის კონტროლის სისტემის აუდიტი, რომლის დადებითმა შეფასებამ ევროკავშირის საზღვარზე ტვირთების შემოწმების სიხშირის შემცირებას შეუწყო ხელი. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.„საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და გამჭვირვალე ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის განმტკიცებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა  გიორგი იაკობაშვილმა.მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის 8730 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცა.

იხილეთ სრულად

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვნა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც  იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ - სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში  ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).  სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას -  ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი -  ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს.  აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამ,უშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს. დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე!  

იხილეთ სრულად

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა-694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები.  მონიტორინგის ფარგლებში,  ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი). 

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაში გადადის და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“  პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.  გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი  მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას თავსდება; ეფექტურია ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები. 

იხილეთ სრულად