სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
/ გამოვლენილი დარღვევები
თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცის და ხორც პროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“(მის: მოსკოვის გამზირი N12) გეგმურად შეამოწმეს. შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადმუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელბდა. ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ.-ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.