შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების ჰიპერპოპულაციის  მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ესწრებოდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ მენთეშაშვილმა, პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილ ღონისძიებებზე. 

ძაღლების ჰიპერპოპულაციის  მართვის პროგრამა  რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და  ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა  და კასტრაცია/სტერილიზაციას.  შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის  ფარგლებში დაგეგმილი მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობის საკითხი   ქვემო ქართლში.   

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი და მათი ჩართულობა, რაზეც თვითმმართველობების წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს.