სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
/ გამოვლენილი დარღვევები
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქუთაისში შპს ,,ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს (ქ.ქუთაისი , ჭავჭავაძის გამზირი N 51) ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.