სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს
/ გამოვლენილი დარღვევები
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა. ნ-ის (ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა #26) კუთვნილ სასადილოებსა და მ. გ-ის კაფე-ბარში (ქობულეთი, აღმაშენებლის 376 ბ). დაფიქსირდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ასევე სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. შპს "კოზი 1994" (ს/კ 412797308; ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N 7), საფირმო სახელწოდებით "ბარაქა" განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 5000 ლარით დაჯარიმდა და კონკრეტული საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. შპს “ლეწე” (ს/კ: 432543740, კასპი, კოჯრის ქუჩა 24ა) ნახევარფაბრიკატებს არალეგალურად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული სამართალდარღვევების გამო შპს “ლეწე” დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. შპს “ლეწე” (ს/კ: 432543740, კასპი, კოჯრის ქუჩა 24ა) ნახევარფაბრიკატებს არალეგალურად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული სამართალდარღვევების გამო შპს “ლეწე” დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან არალეგალურ, არარეგისტრირებულ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობას უვნებელი სურსათით, რადგან არ ფლობენ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და საფრთხეს უქმნიან როგორ საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე სხვის ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენასა და მათ სახელმწიფო კონტროლს.