შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის უვნებლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

სურსათის უვნებლობის საკითხებზე  საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ და იმერეთის რეგიონულ ოფისებში საცალო ვაჭრობის ობიექტების ბიზნესოპერატორებისა და სააგენტოს უფლებამოსილი პირებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა. სწავლებას არაცხოველური წარმოშობის სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლები მაკა მაისურაძე და ნინო მელიქიძე უძღვებოდნენ. განიხილეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები - 
სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;    
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი;
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში მიკვლევადოის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები;                           
გაყინული სურსათის ტემპერატურის მონიტორინგი,ნიმუშების აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდები. 
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული სწავლების კურსი ჩატარდება ასევე აჭარაში, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
აღნიშნული სწავლების მიზანია ბიზნესოპერატორებმა დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და მომხმარებელს მიეწოდოს უვნებელი სურსათი.